ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიის პრეზიდენტის სასახლეში სამხედრო პატივით მიიღეს. სასახლის ზღრუბლთან მას გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი დახვდა. შეხვედრას პირდაპირ ეთერში გერმანული პრესა გადასცემდა. 

ზელენსკისა და შოლცის პირისპირი საუბრის შემდეგ, დაგეგმილია ორი ქვეყნის ლიდერის პრესკონფერენცია. 

გერმანული მედიის ცნობით, იგეგმება ზელენსკის, შოლცისა და გერმანიის თავდაცვის, შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი კონსულტაციებიც.

შეგახსენებთ, დღეს დილით უკრაინის და გერმანიის პრეზიდენტების შეხვედრა შედგა. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი