რუსების მიერ დაკარგული თვითმფრინავების საერთო რაოდენობა ხუთია, ისინი თავად რუსულმა საჰაერო ძალებმა გაანადგურეს | იგნატი

გამოქვეყნდა:

უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერის, იური იგნატის ინფორმაციით, 13 მაისს ბრაიანსკის რაიონში სამი ვერტმფრენი ჩამოვარდა და არა ორი.

როგორც მან ტელემარათონის ეთერში განაცხადა, რუსების მიერ დაკარგული თვითმფრინავების საერთო რაოდენობა ხუთი ერთეულია, საიდანაც ორი თვითმფრინავისა და სამი შვეულმფრენის განადგურება თავად რუსი საჰაერო ძალების მიერ მოხდა.

შეგახსენებთ, რომ ბრიანსკის რეგიონში თითქმის ერთდროულად ჩამოვარდა ოთხი რუსული სამხედრო თვითმფრინავი - ორი გამანადგურებელი და ორი ვერტმფრენი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი