
უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურმა, გენერალმა ალექსანდრე სირსკიმ განაცხადა, რომ ბახმუტის დაცვა გრძელდება და ბოლო დღეებმა აჩვენა, რომ უკრაინას შეუძლია წინ წაიწიოს და დაუპირისპირდეს ადგილზე რუსულ ძალებს.
"ჩვენი ჯარების წინსვლა ბახმუტის მიმართულებით - ეს არის პირველი წარმატებული შეტევითი ოპერაცია ქალაქის თავდაცვაში.
ბოლო დღეებმა აჩვენა, რომ ასეთ უკიდურესად მძიმე პირობებშიც კი შეგვიძლია წინსვლა და მტრის განადგურება... ბახმუტის დაცვის ოპერაცია გრძელდება. თავდაცვისთვის ყველა საჭირო გადაწყვეტილება მიღებულია", - ამბობს სირსკი.
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ კვირას, 14 მაისს, უკრაინულმა ძალებმა ბახმუტთან ახლოს მტრის 10-ზე მეტი პოზიცია დაიკავეს.