ხვალ, 16 მაისს ერთი წელი ხდება, რაც "მთავარი არხის" დამფუძნებელი უკანონო პატიმრობაშია. ნიკა გვარამიას თავისუფლების მოთხოვნით ხვალ, უზენაეს სასამართლოსთან, 11:30 საათზე საპროტესტო აქცია გაიმართება. 

ეს "ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობის" პირველი აქტივობაა, თუმცა მოძრაობის წვერები ამბობენ, რომ მომდევნო კვირებში პროტესტს სხვა ფორმითაც გამოხატავენ.

ნიკა გვარამიას საქმეზე სარჩელი უზენაეს სასამართლოში 5 თვეა შესულია, თუმცა მოსამართლეთა კოლეგია, რომელმაც საქმე უნდა განიხილოს, ამ დრომდე არაა შერჩეული. ჯამში სასამართლოს 6-თვიანი ვადა აქვს, იმისთვის, რომ ეროვნულ დონეზე საქმის განხილვა დასრულდეს.

"16 მაისს სრულდება ერთი წელი, რაც ნიკას უკანონო პატიმრობა გრძელდება, ჩვენ, მოძრაობის წევრები ვაპირებთ შევიკრიბოთ 12-ის ნახევარზე უზენაეს სასამართლოსთან, გავაპროტესტოთ ეს უკანონო პატიმრობა და დავაანონსოთ ჩვენი მომავალი აქტიურობები",  - თქვა გედევან ფოფხაძემ.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი