"უკრაინული "მშვიდობის გეგმა" ომის დასრულების საწყისი წერტილი უნდა იყოს" | ლეიენი

გამოქვეყნდა:

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლეიენის განცხადებით, კიევის "სამშვიდობო გეგმა" ომის დასრულების საწყისი წერტილი უნდა იყოს.

Reuters-ის ინფორმაციით, უკრაინის სამშვიდობო გეგმის შესახებ ფონ დერ ლეიენის განცხადება დაემთხვა 
ჩინეთის უმაღლესი წარმომადგენლის ევროპაში ვიზიტს, რომელსაც პეკინმა უკრაინის კონფლიქტის "პოლიტიკური მოგვარება" უწოდა

"არასოდეს უნდა დაგვავიწყდეს, რომ უკრაინა არის ქვეყანა, რომელშიც სასტიკად შეიჭრნენ. ამიტომ მან უნდა ჩამოაყალიბოს სამართლიანი მშვიდობის ძირითადი პრინციპები", - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

მიუხედავად იმისა, რომ ლეიენმა "ძალიან კარგი" უწოდა, ჩინეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარს, მან ხაზი გაუსვა, რომ პეკინმა უნდა გამოიყენოს თავისი გავლენა მოსკოვზე ომის დასასრულებლად.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი