
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ დაადასტურა, რომ უკრაინას უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში დახმარების რეგულარული პაკეტები შეერთებული შტატებისგან საშუალოვადიან პერსპექტივაში გადაეცემა.
"რაც შეეხება შეერთებულ შტატებს, ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას. თქვენ ნახეთ, რომ თავდაცვის დახმარების პაკეტები გამოდის დაახლოებით ორ კვირაში ერთხელ და ეს გაგრძელდება მომდევნო კვირებსა და თვეებში", - თქვა ჯონ კირბიმ.
გარდა ამისა, კირბიმ ასევე დაადასტურა, რომ უკრაინის შემდგომი მხარდაჭერის საკითხი ამ კვირაში ჰიროშიმაში G7-ის ლიდერების სამიტზე განიხილება.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, აშშ-მ უკრაინას 1,2 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყო.