
რუსული ძალები ხერსონის რაიონის სოფელ ზელენივკას თავს დაესხნენ, რის შედეგადაც არასრულწლოვანი დაიღუპა, კიდევ ორი ადამიანი კი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი Telegram-ზე ავრცელებს.
"რუსებმა ხერსონის რაიონში ბავშვი მოკლეს. ეს მოხდა ზელენივკაში დაბომბვის შედეგად. მამამ ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანა. კიდევ ორი ადამიანი დაშავდა. ისინი ყველა მაღაზიასთან იყვნენ. რუსი ტერორისტები აგრძელებენ მშვიდობიანი მოსახლეობის ცინიკურად დახოცვას" - წერს ერმაკი.
იხილეთ ასევე: