ოკუპირებულ ყირიმში ადასტურებენ, რომ სარკინიგზო ავარიის მიზეზი აფეთქება იყო

გამოქვეყნდა:

ოკუპირებული ყირიმის ე.წ. პარლამენტის სპიკერი, ვლადიმირ კონსტანტინოვი ადასტურებს, რომ რკინიგზაზე მომხდარი ავარიის შედეგი აფეთქება იყო. რუსულ ტელეარხ "Россия 24"-ზე მან განაცხადა:

"აფეთქება არაუფლებამოსილი პირების ჩარევის შედეგად მოხდა, სამართალდამცავი უწყებები მუშაობენ, დაველოდებით ოფიციალურ ინფორმაციას".

სახელისუფლებო მედია "რიას" ადგილობრივები ეუბნებიან, რომ შემთხვევის ადგილზე ძლიერ დაზიანდა სარკინიგზო ლიანდაგი.

"დილით აშკარად გაისმა აფეთქების მსგავსი ხმა, ფანჯრებიც კი შეირყა. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია ჩვენი სოფლიდან არც თუ ისე შორს ლიანდაგებიდან მატარებლის გადავარდნის შესახებ", - თქვა სიმფეროპოლის რაიონის სოფელ ჩისტენკოეს მცხოვრებმა.

აფეთქების შედეგად, რელსებიდან რვა მარცვლელულით დატვირთული ვაგონი გადავიდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი