დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა დაადასტურა, რომ უკრაინამ უკვე გამოიყენა Storm Shadow-ს რაკეტები

გამოქვეყნდა:

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა დაადასტურა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა უკვე გამოიყენეს ლონდონის მიერ მიწოდებული Storm Shadow ფრთოსანი რაკეტები, თუმცა სად და რა ვითარებაში, ამას მინისტრი არ აკონკრეტებს:

"მხოლოდ ახლა შემიძლია ვთქვა, რომ, როგორც მე მესმის, უკრაინაში მიწოდების შესახებ ჩვენი განცხადების შემდეგ, ისინი გამოიყენეს. სხვა დეტალებს ვერ გეტყვით"- თქვა უოლესმა.

დიდმა ბრიტანეთმა 11 მაისს დაადასტურა, რომ უკრაინას Storm Shadow-ს ფრთოსანი რაკეტები  გადასცა,
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი