
რუსებმა ხარკოვის ოლქის სოფელი ცირკუნი დაბომბეს. სარაკეტო იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა. ინფორმაციას ხარკოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ სინეგუბოვიTelegram-ზე ავრცელებს.
"გადაუდებელი სამედიცინო დახმარების რეგიონული ცენტრის ინფორმაციით, ოკუპანტების მიერ სოფელ ცირკუნზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. დაშავდა კიდევ ორი მშვიდობიანი მოქალაქე. მედიკოსები მათ ყველა საჭირო დახმარებას უწევენ", - აღნიშნავს სინეგუბოვი.
მისივე ცნობით, მანამდე ხარკოვის ოლქის სოფელ ცირკუნს მტრის ჭურვი მოხვდა, რის შედეგადაც საცხოვრებელი სახლი დაინგრა. სინეგუბოვის განცხადებით, შესაძლოა ნანგრევების ქვეშ მშვიდობიანი მოქალაქე იყოს დარჩენილი.
სინეგუბოვის ცნობითვე, ცირკუნზე განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად ორი საცხოვრებელი კორპუსი მთლიანად განადგურდა, დაზიანდა მრავალი კერძო სახლი და ფერმის შენობა.
იხილეთ ასევე: