
რუსეთის ოლქში, ბელგოროდის ტერიტორიაზე მყოფი უკრაინის მხარდამჭერი სამხედრო ჯგუფი "რუსეთის თავისუფლების ლეგიონი" ამბობს, რომ მათი მიზანი ბელგოროდში "დემილიტარიზებული ზონის" შექმნაა.
მათივე თქმით, დემილიტარიზებული ზონის შექმნის შემდეგ რუსეთის ჯარები ვეღარ შეძლებენ ამ ტერიტორიიდან უკრაინის ტერიტორიის დაბომბვას.
"სიტუაცია რთულია, ლეგიონი და რუსეთის მოხალისეების კორპუსი დემილიტარიზებულ ზონას ქმნის რუსეთის ფედერაციის საზღვართან, რათა [რუსეთის რეგულარულმა ძალებმა] ვეღარ შეძლონ უკრაინის დაბომბვა ამ ტერიტორიიდან
ჩვენ მიზნად ვისახავთ, რომ მთლიანი რუსეთ გავათავისუფლოთ რუსეთის დიქტატურისგან და დავასრულოთ ეს კრიმინალური ომი," - წერს ლეგიონი.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის ოლქ ბელგოროდში უკრაინის მხარდამჭერი სამხედრო დაჯგუფებების გამოჩენის შესახებ ინფორმაცია დღეს გავრცელდა. როგორც აღნიშნული დაჯგუფებები აცხადებენ, მათი მიზანია რომ რუსეთი პუტინის დიქტატურისგან გაათავისუფლონ.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, უკრაინას საერთო არაფერი აქვს ბელგოროდის რეგიონში განვითარებულ მოვლენებთან.