"ქართული ოცნების" დეპუტატი, გივი მიქანაძე რადას დეპუტატ, ოლექსეი გონჩარენკოს ურჩევს, საკუთარი ოჯახის წევრებს მიხედოს. მიქანაძე ამტკიცებს, რომ ივანიშვილი პოლიტიკაში ჩართული არაა და მის შესაძლო სანქცირებაზე საუბარი მიზანმიმართული კამპანიაა.
"გონჩარენკომ, მე ვურჩევდი, რომ თავის ოჯახის წევრებს მიხედოს, რომლებიც კორუფციის საკითხებში არიან მხილებული და ამაზე საჯაროდ გახდა ცნობილი, რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ საკითხებს ეს არის სრული აბსურდი, მორიგი მცდელობა, რომ ბიძინა ივანიშვილის სახელი რამენაირად ამ პროცესებს დაუკავშირონ, მაშინ, როდესაც ეს ადამიანი არც პოლიტიკაში მონაწილეობს და მითუმეტეს ამ პროცესებისგან სრულიად გამიჯნულია. ეს არის მიზანმიმართული კამპანია, მიზანმიმართული ქმედება, რომელიც არ გვიკვირს ისეთი ოდიოზური ფიგურისგან, როგორიც ბატონი გონჩარენკო ბრძანდება", - თქვა მიქანაძემ.
გონჩარენკომ თქვა, რომ მიმართა უკრაინის პრეზიდენტსა და უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს, რომ ბიძინა ივანიშვილი უკრაინის სანქციათა სიაში მოხვდეს. მისი თქმით, ივანიშვილი რუსეთის აგენტია, რომელმაც საქართველოს მთავრობა იყიდა. იხილეთ: