აშშ უკრაინისთვის $300 მილიონამდე ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტის გამოცხადებას გეგმავს

გამოქვეყნდა:

მედიის ცნობით, აშშ უკრაინისთვის $300 მილიონამდე ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს. ორი ოფიციალური პირი ამბობს, რომ პაკეტი შეიძლება გამოცხადდეს პარასკევს, ან ხსოვნის დღის სადღესასწაულო შაბათ-კვირის შემდეგ.

არსებული ინფორმაციით, დახმარების ახალ პაკეტში,  უფრო მეტი HIMARS-ი და სხვა ტიპის საბრძოლო მასალა შევა. უკრაინისთვის ახალი სამხედრო ტექნიკის გამოყოფა აშშ-ის ჯარის მარაგებიდან მოხდება.

პაკეტის მოცულობა და შინაარსი შესაძლოა შეიცვალოს იქამდე, სანამ მას აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მოაწერს ხელს.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას აშშ-მ უკრაინას $375 მლნ ღირებულების სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოუყო 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი