
ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანს არჩევნებში გამარჯვენას ულოცავს. მისი თქმით, ის მოუთმენლად ელის მასთან თანამშრომლობას.
"ვულოცავ ერდოღანს თურქეთის პრეზიდენტად ხელახლა არჩევას. მოუთმენლად ველოდები თქვენთან მუშაობის გაგრძელებას ევროკავშირ-თურქეთის ურთიერთობების გაღრმავების მიზნით მომავალ წლებში" - წერს მიშელი
თურქეთის პრეზიდენტს გამარჯვება წინასწარ მიულოცა, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა,საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, უნგრეთის პრემიერმინისტრმა ვიქტორ ორბანმა, საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა და სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა.
შეგახსენებთ, რომ თურქეთის საარჩევნო საბჭოს წინასწარი მონაცემებით, ხმათა 75%-ია დათვლილია. შედეგები ასე გადამაწილდა, ერდოღანი - 53,41%, ქილიჩდაროღლუ - 46,65%.