დანია უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის კიდევ 2,6 მლრდ დოლარს გამოყოფს

გამოქვეყნდა:

დანია უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის კიდევ 2,6 მლრდ დოლარს გამოყოფს, - ამის შესახებ ინფორმაციას დანიის პრემიერმინისტრი მეტე ფრედერიკსენი ავრცელებს.

"უკრაინაში ომი ახლა ძალიან კრიტიკულ მომენტშია, ბრძოლის ველზე ვითარება ძალიან სერიოზულია და ამიტომ უკრაინას სჭირდება ყველანაირი მხარდაჭერა, რაც შეიძლება მიიღოს", - ამბობს მეტე ფრედერიკსენი.

მისივე თქმით, ფონდი, საიდანაც უკრაინის სამხედრო დახმარება ფინანსდება, მარტში შეიქმნა, როდესაც დანიის პარლამენტის უმრავლესობა დათანხმდა მასში 7 მლრდ დანიური კრონის შეტანას.

გარა ამისა, ფრედერიკსენი ამბობს, რომ დანიის მთავრობა წელს ფონდს კიდევ 7,5 მლიარდი დაკ-ს გამოყოფს, . მომავალ წელს კი ფონდს კიდევ 10,4 მლიარდ დანიური კრონს დაამატებს.

შეგახსენებთ, რომ დანიამ უკრაინისთვის 133 მლნ დოლარის საინვესტიციო ფონდი შექმნა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი