უკრაინის რადამ მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც ირანის 50 წლით სანქცირებას ითვალისწინებს

გამოქვეყნდა:

უკრაინის რადამ მხარი დაუჭირს ქვეყნის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ წარდგენილ კანონპროექტს, რომელიც ირანის 50 წლით სანქცირებას ითვალისწინებს

"საბჭო დათანხმდა ირანის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას 50 წლით“, - წერს ალექსეი გონჩარენკო

არსებული ინფორმაციით, პროექტი ითვალისწინებს ირანთან ვაჭრობის, ინვესტიციებისა და ტექნოლოგიების გადაცემის სრულ აკრძალვას, ასევე უკრაინის ტერიტორიაზე ირანული ტრანზიტის შეჩერებასა და უკრაინიდან ირანი აქტივების აკრძალვას.

ცნობისთვის, Shahed-ის დრონები რუსეთს ირანმა მიაწოდა მიაწოდა, რის გამოც აშშ-მა და ევროკავშირმა ირანს სანქციები დაუწესა.

28 მაისს ღამით რუსეთმა უკრაინის დედაქალაქ კიევზე ირანული დრონებით მორიგი თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა. უკრაინამ 50-ზე მეტი დრონი მოიგერია.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი