
თავისუფლება ნიკა გვარამიას! - ქართველი ჟურნალისტების საერთაშორისო კამპანია და მიმართვა უცხოელ კოლეგებს. კრიტიკული მედიასაშუალებების ტელესახეები პირველ გამოწვევას პოლონელ კოლეგებს უგზავნიან.
ქართული მედია მეგობარი ქვეყნების ჟურნალისტებს მიმართავს, რომ მოუწოდონ საქართველოს პრეზიდენტს, შეიწყალოს "მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია, რომელიც აბსურდული ბრალდებით იხდის სასჯელს.
გამოწვევას კამპანიური ხასიათი ექნება, რომელიც სხვადასხვა ქვეყანას მოიცავს. მომდევნო სახელმწიფოს, ვინც სალომე ზურაბიშვილს ნიკა გვარამიას შეწყალების მოთხოვნით უნდა მიმართოს, უკვე თავად პოლონელი ჟურნალისტები აირჩევენ.