
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის ჰანა მალიარის თქმით, ბახმუტში რუსეთის ძალების შეტევის ინტენსივობა შემცირდა.
მალიარის თქმით, უკრაინის ძალები აკონტროლებენ ბამუხტის შემოგარენს ქალაქის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში.
"მტრის შეტევითი მოქმედებების ინტენსივობა არსებითად შემცირდა, ვინაიდან ის ანაცვლებს "ვაგნერელების" ჯარს რეგულარული დანაყოფებით და ცდილობს, დაასტაბილუროს თავდაცვა ამ მიმართულებით. ჩვენი ჯარები თავიანთი მოქმედებებით საგრძნობლად ურთულებენ მტერს ამ პროცესს. ამავე დროს, მტრის საარტილერიო ცეცხლის ინტენსივობა არ შემცირებულა", - წერს მალიარი.
ცნობისთვის, პრიგოჟინის თქმით, ბახმუტიდან ქვედანაყოფების გაყვანა დაიწყო.