რუსეთის თავდაცვა მოსკოვზე შეტევას ტერორისტულ აქტს უწოდებს და ამბობს, რომ 8 დრონი ჩამოაგდეს

გამოქვეყნდა:

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამბობს, რომ უკრაინის უსაფრთხოების ძალები მოსკოვს 8 დრონის გამოყენებით დაესხნენ თავს. უწყების განცხადებით, ყველა უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. 

უწყება ამბობს, რომ სამ დრონს დააკარგვინეს კონტროლი და მათ დანიშნულების მიზანს გადაუხვიეს, ხოლო 5 ჩამოაგდეს სარაკეტო სისტემის გამოყენებით. 

რუსეთი მომხდარს ტერორისტულ აქტს უწოდებს:

"დღეს დილით კიევის რეჟიმმა მოსკოვის ობიექტებზე უპილოტო საფრენი აპარატებით ტერორისტული თავდასხმა დაიწყო", - წერია განცხადებაში.

იხილეთ: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი