რუსეთის ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი, ვიაჩესლავ გლადკოვი ამბობს, რომ სულ მცირე 5 ადამიანი დაშავდა ქალაქ შებეკინოში ხუთშაბათს დილით დაბომბვის შედეგად. ის მომხდარში უკრაინას ადანაშაულებს.
"შებეკინო გამუდმებული ცეცხლის ქვეშაა: დილის 12 საათზე, 3:40 საათზე და 5:15 საათზე უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა "გრადის" რაკეტები ესროლა ქალაქის ცენტრსა და მის გარეუბნებს", დაწერა გლადკოვმა.
გლადკოვის თქმით, ასევე დაზიანდა საცხოვრებელი და ადმინისტრაციული შენობები.
გუბერნატორმა გუშინაც განაცხადა, რომ 4 ადამიანი დაშავდა "მასიური დარტყმის" შედეგად.