"რუსეთის მოხალისეთა კორპუსი" და ლეგიონი "რუსეთის თავისუფლება" აცხადებენ, რომ ისევ შედიან რუსეთის ტერიტორიაზე

გამოქვეყნდა:

რუსულმა ტელეგრამ არხმა Baza-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთ-უკრაინის საზღვარზე შეტაკებები იყო. მათი წინასწარი ცნობებით, დივერსანტები შებეკინოს საგუშაგოს დაესხნენ თავს, თუმცა მესაზღვრეებმა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ძალებმა შეტევა მოიგერიეს. 

ამავდროულად, რუსეთის მოხალისეთა კორპუსისა და რუსეთის თავისუფლების ლეგიონის მებრძოლებმა გაავრცელეს ვიდეოები, სადაც ამბობენ, რომ რუსეთის საზღვართან არიან.

"ძალიან მალე ისევ რუსეთის ტერიტორიაზე ვიქნებით, რომ მოვიტანოთ მშვიდობა, თავისუფლება და სიმშვიდე. ეს მხოლოდ დასაწყისია. პუტინის მხდალი ჯარისკაცების წყალობით ჩვენ საკმარისი ნადავლი გვაქვს, რომელიც ამ ბრძოლაში გამოგვადგება. ჩვენ მოვდივართ მთელი რუსეთის გასათავისუფლებლად, ბელგოროდიდან ვლადივასტოკამდე რათა თავისუფლების თეთრ-ლურჯი დროშა მოსკოვის თავზე აღიმართოს", - ამბობს მებრძოლი ვიდეოში. 

მეორე ვიდეოში მებრძოლი ამბობს, რომ მოხალისეთა კორპუსის წევრები ისევ აწარმოებენ საბრძოლო მოქმედებებს რუსეთის ტერიტორიაზე და მალე შებეკინოს ბოლოში იქნებიან.

იხილეთ ასევე: 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი