რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამბობს, რომ ბელგოროდის საზღვარზე შეჭრის მცდელობა აღკვეთეს

გამოქვეყნდა:

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამბობს, რომ შეარაღებულმა ძალებმა, FSB-ის ნაწილებთან ერთად, მოიგერიეს უკრაინელი ბოევიკების სამი მცდელობა, შეჭრილიყვნენ ბელგოროდის რეგიონში და მოეწყოთ ტერორისტული თავდასხმა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. "რუსეთის მოხალისეთა კორპუსი" და ლეგიონი "რუსეთის თავისუფლება" აცხადებენ, რომ იბრძვიან რუსეთისთვის თავისუფლებისა და მშვიდობის მოსატანად.

"მოსკოვის დროით დაახლოებით 03:00 საათზე, ბელგოროდის რეგიონში სამოქალაქო სამიზნეების ინტენსიური დაბომბვის შემდეგ, უკრაინულმა ტერორისტულმა ფორმირებებმა ორამდე მოტორიზებული ქვეითი ასეულის ძალებით, ტანკებით გაძლიერებული, სცადეს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე შეჭრა, ნოვაია ტავოლჟანკას დასახლებისა და შებეკინოს საერთაშორისო საავტომობილო გამშვებ პუნქტთან", - აცხადებს სამინისტრო.

რუსეთის თავდაცვა ამბობს, რომ "კიევის რეჟიმის ტერორისტებმა" უკან დაიხიეს და მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადეს. იხილეთ:

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი