"დიდი მოლოდინი არ მაქვს, თუმცა, ცდა ბედის მონახევრეა, ვნახოთ, რას გამოიძიებენ" | ბესო გაზდელიანმა საგამოძიებო უწყება დატოვა

გამოქვეყნდა:

"დიდი მოლოდინი არ მაქვს, თუმცა, ცდა ბედის მონახევრეა, ვნახოთ, რას გამოიძიებენ", - ამის შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის დატოვების შემდეგ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ბესო გაზდელიანი საუბრობს. 

შევეცადე მაქსიმალურად დეტალურად მიმეწოდებინა ინფორმაცია გამომძიებლისათვის. ახლა უკვე ჯერი ამ სამსახურზეა. მათ აქვთ უფლებამოსილება, დაიბარონ სპეცდანიშნულების რაზმისა და სუსის იმ სამსახურების თანამშრომლები, ვინც ეს გაუგებარი და გაურკვეველი, ძალისმიერი სპეცოპერაცია ჩაატარეს ჩემს ოჯახში და სანათესაოში. დაველოდებით გამოძიებას. სიმართლე გითხრათ, დიდი მოლოდინი ნამდვილად არ მაქვს, თუმცა, ცდა ბედის მონახევრეა და ვნახოთ, რას გამოიძიებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური, - ამბობს ბესო გაზდელიანი. 

ცნობილია, რომ გამოკითხვის შემდეგ საზედამხედველო უწყებამ გამოკითხვაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უნდა დაიბაროს, რათა გაირკვეს, რა მიზნით შევარდა 9 მარტს სუს-ის სპეცრაზმი გაზდელიანის სახლში. საქმე იმაშია, რომ გაზდელიანი აქტიურად მონაწილეობდა 7-8 მარტის დემონსტრაციებში, ასევე რამდენიმე თვით ადრე უკრაინაში იმყოფებოდა. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი