
ხერსონის რაიონში რუსულმა ძალებმა საჰაერო ბომბები ჩამოაგდეს. დაიბომბა ტიახინკას თემის სოფელ ოდრადოკამიანკა, რის შედეგადაც დაინგრა მუსიკალური სკოლა. ინფორმაციას ხერსონის რგიონული სამხედრო ადმინისტრაცია ავრცელებს.
"ბერისლავის რაიონი დღეს ისევ ცეცხლის ქვეშაა. 16:00 საათის შემდეგ ოკუპანტებმა ავიაბომბები ჩამოაგდეს ტიახინკას თემის სოფელ ოდრადოკამიანკაზე" - წერია ინფორმაციაში.
მისივე თქმით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
იხილეთ ასევე: