ბაჩანა ლობჟანიძე, რომელიც ამტკიცებს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის შეყვარებული იყო, არ გამორიცხავს, რომ კომპანია ZAG, სადაც 23 წლის პროგრამისტი მუშაობდა, პორნოინდუსტრიასთანაა დაკავშირებული, - ამის შესაახებ მან "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "დღის სტუმარი" ისაუბრა.
გადაცემის წამყვანის, თეა ადეიშვილის თქმით, ლობჟანიძეს პორნოინდუსტრია მასთან, და არამხოლოდ მასთან, პირად საუბრებში უხსენებია. "პრივატულ საუბრებში თქვენ პორნოინდუსტრიაც ახსენეთ, არამხოლოდ ჩემთან", - მიმართა ადეიშვილმა ლობჟანიძეს. "რა პორნოინდუსტრია" - უპასუხა ლობჟანიძემ რის შემდეგაც წამყვანი დაინტერესდა: "კომპანია ZAG რა საქმიანობას ეწევა".
ბაჩანა ლობჟანიძის თქმით, კომპანიის "საქმიანობა ინჟინერული საქმიანობაა, იქ ყველაფერი ციფრულია და საქმიანობა არ არის შეთავსებადი არანაირ კულტურასთან. მე იმას ვამბობ, რომ თვითონ საჯარო ინფორმაცია, იმის შესახებ თუ რა მარკეტზე მუშაობს ZAG, ეს არ არის საჯარო და ხელმისაწვდომი.. შესაძლოა, არც ყველა თანამშრომელმა იცოდა, მე ამას რ გამოვრიცხავ, იმიტომ რომ როცა მუშაობ და ხარ ინჟინერი.... ეს მე გავიგე, ვისთანაც გადავამოწმე ეს ინფორმაცია მან მითხრა, რომ ამას არ ასაჯაროებენ და უბრალოდ არ არის მიზანშეწონილი თუ როგორც არის რომ.."
ბაჩანა ლობჟანიძის ამ ბრალდებებს "მთავარი არხის" ეთერშივე უპასუხა კომპანია ZAG-ის ადვოკატმა. დაინტერესდა, არის თუ არა კანონსაწინააღმდეგო ან ქართულ მენტალიტეტთან შეუსაბამო პროგრამული უზრუნველყოფის მომსახურება. მან კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებითაც ისაუბრა:
ქართულ მენტალიტეტთან შეუთავსებელ საქმიანობას არ ახორციელებს. კომპანია ZAG წერს პროგრამას და ამ კონკრეტული პროგრამის დაწერის შემდეგ, ის გადადის დამკვეთის საკუთრებაში. დამკვეთი რას გამოიყენებს და როგორ გამოიყენებს, ის უკვე ZAG-ს არ უკავშირდება, - ამბობს ქეთი მირიანაშვილი.
სამართალდამცველებმა ბაჩანა ლობჟანიძე უკვე ოთხჯერ დაკითხეს. მისივე თქმით, ის ალტერნატიულ გამოძიებას დამოუკიდებლად აწარმოებს და საქმეში FBI-ს ჩართვის აუცილებლობას ვერ ხედავს, რის გამოც ბაჩალიაშვილების ოჯახს აქვს ეჭვი, რომ ლობჟანიძე სულაც არ იყო დაღუპულის ახლო მეგობარი.
შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.
კომპანია "ZAG"-ის მფლობელი აბრაჰამ რეირბახის თქმით, თამარ ბაჩალიაშვილი სამსახურიდან წასვლას აპირებდა. მისმა ოჯახმა კი დაზუსტებით არ იცის, რას აკეთებდა 23 წლის პროგრამისტი თავის სამსახურში.
25 ივლისს, პროკურატურამ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულად ცნო და საქმის გამოძიებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაუმატა. გამოძიება, ამ ეტაპზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.