მე ვფიქრობ, ეს იყო მკვლელობა - ელისო კილაძე თამარ ბაჩალიაშვილზე

გამოქვეყნდა:

მე ვფიქრობ, ეს იყო მკვლელობა, - ამის შესახებ "ქრონიკა პლუსის" რედქტორმა, ჟურნალისტ-გამომძიებელმა ელისო კილაძემ "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "დღის სტუმარი", თამარ ბაჩალიაშვილზე საუბრისას თქვა.  

ამბობს, რომ ამის თქმის საფუძველს, აძლევს დღეს არსებული ბევრი საეჭვო გარემოება. 

საერთო სამთავრობო მესიჯბოქსია და მიდის საუბარი იმაზე, რა ცუდი გოგო იყო თამუნა. მე შორს ვარ იმ აზრისგან, იმ მონაცემებით, რა მონაცემებით და იმ ბევრი საეჭვო გარემოებით, რაც დღეს არის, რომ თამუნა ბაჩალიაშვილმა თავი მოიკლა. მე ვფიქრობ, რომ ეს იყო მკვლელობა.

მკვლელობა რატომ? - ეს არის მთავარი, რატომ, რა ინფორმაციას გადაეფეთა ეს გოგო თავისი მოღვაწეობის დროს , როდესაც ის მოკლეს. ან თუნდაც მიიყვანეს თვითმკვლელობამდე. იმიტომ რომ მე არ ვარ გამომძიებელი და პროკურორი რომ ბრალი დავწერო და კონკრეტულად ბრალი დავდო, - თქვა ელისო კილაძემ.

კილაძე ამბობს, რომ ბაჩანა ძალიან საყურადღებო ბიჭია და "არ არის ეგეთი უჭკუო". 

და ეს (ბაჩანა ლობჟანიძე)  ბიჭი და მისი როლი, მისი ეს პრივატ საუბარი.. მე დღეს მთელი დღე მიხსნიან, რომ პროგრამისტები ძალიან თავისებური ხალხია, რომ მწუხარებას ასე არ გამოხატავენ, სხვა სამყაროში ცხოვრობენ, მერე რა რომ იცინის.. ყველაფერს ვიღებ ინფორმაციად, არაფერს არ ვამტკიცებ, - ამბობს ელისო კილაძე. 

ჟურნალისტ-გამომძიებელი ელისო კილაძე ამბობს, რომ კომპანია ZAG-ს მოუწევს  იმ კითხვებზე, რაც ამ დრომდე არ დასმულა პასუხების გაცემა მოუწევს.

კომპანია "ზეგს" აუცილებად მოუწევს განმარტებების გაკეთება და ძალიან დამაჯერებელი პაუხების გაცემა იმ კითხვებზე რა კითხვებიც ჩვენ გაგვიჩნდა, თუნდაც ბაჩანას არაოფიციალური ინფორმაციიდან გამომდინარე - ამბობს "ქრონიკა პლუსის" რედქტორი.

შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.

ცნობისთვის, სამართალდამცველებმა ბაჩანა ლობჟანიძე უკვე ოთხჯერ დაკითხეს. მისივე თქმით, ის ალტერნატიულ გამოძიებას დამოუკიდებლად აწარმოებს და საქმეში FBI-ს ჩართვის აუცილებლობას ვერ ხედავს, რის გამოც ბაჩალიაშვილების ოჯახს აქვს ეჭვი, რომ ლობჟანიძე სულაც არ იყო დაღუპულის ახლო მეგობარი.

კომპანია "ZAG"-ის მფლობელი აბრაჰამ რეირბახის თქმით, თამარ ბაჩალიაშვილი სამსახურიდან წასვლას აპირებდა. მისმა ოჯახმა კი დაზუსტებით არ იცის, რას აკეთებდა 23 წლის პროგრამისტი თავის სამსახურში.  

25 ივლისს, პროკურატურამ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულად ცნო და საქმის გამოძიებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაუმატა. გამოძიება, ამ ეტაპზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი