მარკ მილის თქმით, უკრაინა მისი კონტრშეტევებისთვის "კარგად არის მომზადებული"

გამოქვეყნდა:

ამერიკელი გენერალი მარკ მილი ამბობს, რომ უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ კონტრშეტევებისთვის "ძალიან კარგად არის მომზადებული". ამის შესახებ მილმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა

როგორც გენერალმა აღნიშნა, მიუხედავად კარგად მომზადებისა, ნაადრევია იმაზე საუბარი, თუ რა შედეგები მოჰყვება კონტრშეტევებს.

"ისინი [უკრაინა] ომშია, რომელიც ეგზისტენციალური საფრთხეა უკრაინისთვის და გაცილებით დიდი მნიშვნელობა აქვს დანარჩენი მსოფლიოსთვის - ევროპისთვის, ამერიკისთვის, თუმცა ასევე დანარჩენი მსოფლიოსთვის", - აღნიშნა მარკ მილმა.

შეგახსენებთ, 3 ივნისს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა კონტრშეტევების დასაწყებად მზადაა.

თვეების განმავლობაში აშშ და მისი მოკავშირეები უკრაინას კონტრშეტევების დასაწყებად შესაბამის იარაღსა და აღჭურვილობას აწვდიდნენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი