"უკრაინას საკმარისი იარაღი აქვს კონტრშეტევისთვის" | კულება

გამოქვეყნდა:

უკრაინას აქვს საკმარისი იარაღი რუსეთის წინააღმდეგ კონტრშეტევისთვის, - ამის შესახებ უკრაინის  საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა.

"ჩვენ [უკვე] მივიღეთ ყველა იარაღი. საბრძოლველად არაფერი დაგვრჩა", - თქვა მან.

ჟურნალისტების კითხვებზე პასუხის გაცემისას კულებას არ უთქვამს, დაიწყო თუ არა კონტრშეტევა. მისი თქმით, მთავარი ის კი არ არის, როდის დაიწყება, არამედ ის, რომ უკრაინის გამარჯვებით დასრულდება.

მან ასევე განაცხადა, რომ NATO-ში გაწევრიანება არის დღის წესრიგის შემდეგი მნიშვნელოვანი მიზანი, მაგრამ აღიარა, რომ ალიანსში გაწევრიანება შესაძლებელი იქნება მხოლოდ აქტიური საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ.

"ნატოს წევრობა ვერ შეაჩერებს ამ ომს, მაგრამ ნატოს წევრობა შეაჩერებს შემდგომ ომებს. ამიტომ საუკეთესო გზა რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად არის იქამდე მისვლა, სადაც უკრაინა გახდება ნატოს წევრი", - თქვა კულებამ.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი