უკრაინის პოლიცია აცხადებს, რომ ხერსონის რეგიონში დაკარგულების შესახებ უწყებაში 3 ზარი შევიდა

გამოქვეყნდა:

უკრაინის პოლიცია აცხადებს, რომ მიიღეს სამი ზარი ხერსონის რაიონში კაშხლის აფეთქების შემდეგ დატბორვის გამო დაკარგული პირების შესახებ.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლეონიდ ტიმჩენკომ ტელეგრამზე დაწერა:

"დღეს დილის მდგომარეობით, ჩვენ მივიღეთ სამი ზარი 102 ხაზზე ხერსონის რეგიონში განსაკუთრებულ ვითარებაში გაუჩინარებულ ადამიანებთან დაკავშირებით".

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ხერსონის რეგიონში დანიშნული ე.წ ადმინისტრაციის წარმომადგენლის ვლადიმერ ლეონტეივის თქმით, სულ მცირე შვიდი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. 

დატბორვის რისკის ქვეშ მყოფი დასახლებებიდან მოსახლეობის ევაკუაცია გრძელდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი