პუტინის განცხადებით, ბელარუსში ბირთვული იარაღის განთავსება 7-8 ივლისის შემდეგ დაიწყება

გამოქვეყნდა:

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ბელარუსში ბირთვული იარაღის განლაგება დაიწყება დაუყოვნებლივ მას შემდეგ, რაც მათთვის ობიექტების მომზადება დასრულდება 7-8 ივლისს. ამ თემაზე პუტინმა ალექსანდრ ლუკაშენკოსთან არაფორმალურ შეხვედრაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ლუკაშენკოსთან პირისპირ ისაუბრებს უსაფრთხოების საკითხზე.

"ყველაზე მგრძნობიარე საკითხებზე, რაზეც შევთანხმდით, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის, მოგეხსენებათ, 7-8 ივლისს დასრულდება შესაბამისი ობიექტების მომზადება. და ჩვენ დაუყოვნებლივ დავიწყებთ თქვენს ტერიტორიაზე შესაბამისი ტიპის იარაღის განლაგებას. ასე რომ, ყველაფერი გეგმის მიხედვით არის, ყველაფერი სტაბილურია", - თქვა პუტინმა.

შეგახსენებთ, რომ ბელარუსის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღის განთავსების შესახებ შეთანხმებას ხელი ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა 25 მაისს მოაწერეს. შეგახსენებთ, რომ ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსების გადაწყვეტილების შესახებ განცხადება პუტინმა, 25 მარტს გააკეთა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი