თამარ ბაჩალიაშვილის მშობლები საქართველოს გენერალურ პროკურორს შეხვდნენ

გამოქვეყნდა:

ბუნდოვან ვითარებაში დაღუპული თამარ ბაჩალიაშვილის მშობლები საქართველოს გენერალურ პროკურორს შეხვდნენ. უწყებაში შესვლამდე ოჯახმა გამოძიებას უნდობლობა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ თუ პროკურორი შოთაძე მათ არ შეხვდებოდა, შიმშილობას დაიწყებდნენ.

ოჯახი ეჭვის თვალით უყურებს ბაჩანა ლობჟანიძესაც, რომელიც ამტკიცებს, რომ დაღუპულის ახლო მეგობარი იყო. დედა არ გამორიცხავს, რომ თამარი სწორედ მან გაიტყუა სახლიდან.

ბაჩანა ლობჟანიძე არის ჩანერგილი პიროვნება, მოგზავნილი. როცა დავრეკე, ის ბრძანდებოდა შსს-ში ტელეფონით, - ამბობს დაღუპულის დედა თეონა თამაზაშვილი.

ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის თქმით, გამოძიება მხოლოდ სუიციდის ვერსიაზე მუშაობს და თუ დაასკვნიან, რომ თამარ ბაჩალიაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, აღარ იარსებებს FBI-ს მიმართვისთვის ლეგიტიმური მიზეზი. შესაბამისად, ოჯახის მთავარი მოთხოვნაა, პროკურატურა აშშ-ს ფედერალურ საგამოძიებო ბიუროს დაუყოვნებლივ დაუკავშირდეს.

ესე ცალსახად, პირდაპირ გამოხატო პოზიცია და საზოგადოებას აცნობო ამონაწერები კომპიუტერიდან, მიუთითებს, რომ "ჩვენ, გამოძიება, თვითმკვლელობის გარდა არავითარ მიზეზს აღარ შევეხებით", - განმარტა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.

კომპანია "ZAG"-ის მფლობელი აბრაჰამ რეირბახის თქმით, თამარ ბაჩალიაშვილი სამსახურიდან წასვლას აპირებდა. მისმა ოჯახმა კი დაზუსტებით არ იცის, რას აკეთებდა 23 წლის პროგრამისტი თავის სამსახურში.  

25 ივლისს, პროკურატურამ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულად ცნო და საქმის გამოძიებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაუმატა. გამოძიება, ამ ეტაპზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი