მედია: კადიროვის ჯარები ბელგოროდში საბრძოლველად გაგზავნეს

გამოქვეყნდა:

კადიროვის ჯარები ბელგოროდში საბრძოლველად გაგზავნეს, - ინფორმაციას Nexta ტელეგრამ არხ  AP Wagner-ზე დაყრდნობით ავრცელებს. 

"გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ახმატის" სპეცდანიშნულების რაზმები ჩავიდნენ შებეკინოში. როგორც ჩანს, მალე გველოდება რუსეთის მოხალისეთა კორპუსის ეპიკური ბრძოლები ახმატის წინააღმდეგ", - წერს არხი AP Wagner.

გარდა ამისა, კადიროვი აცხადებს, რომ ჩეჩნეთმა შესაძლოა ათასობით როსგვარდია, თავდაცვის სამინისტრო და პოლიციის მებრძოლი გაგზავნოს ბელგოროდის რეგიონში დივერსანტებთან საბრძოლველად. 

შეგხსენებთ, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ გასცა ბრძანება, რომ რუსეთში, ყველა კერძო სამხედრო კომპანიამ, თავდაცვის სამინისტროსთან გააფორმოს კონტრაქტი.

გარდა ამისა, დღეს 12 ივნისს გავრცელდა ინფორმაცია,რომ ჩეჩნურმა ბატალიონმა "ახმატმა" რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან პირველი კონტრაქტი გააფორმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი