ბაჩალიაშვილის ოჯახის შეხვედრა პროკურატურაში დასრულდა - საქმეში FBI ჩაერთვება

გამოქვეყნდა:

ბაჩალიაშვილის ოჯახის შეხვედრა პროკურატურაში რამდენიმე წუთის წინ დასრულდა - საქმეში FBI ჩაერთვება - ამის შესახებ დაღუპული პროგრამისტის ოჯახს პროკურატურაში დაუდასტურეს. 

ოჯახს მთავარ პროკურატურასთან ორი მოთხოვნა ჰქონდა - FBI-ს ჩართვა და თვითმკვლელობის ვერსიის გამორიცხვა. 

პროკურორისგან მივიღე დაპირება, რომ FBI აუცილებლად იქნება ჩართული ნებისმიერ ექსპერტიზაზე, რასაც კი მოვითხოვ და მართო თვითმკვლელობის ვერსიაზე საუბარი მან რატომღაც ზედმეტად მიიჩნია, - თქვა თეონა თამაზაშვილმა. 

ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის თქმით, პროკურატურაში მათ წარუდგინეს დოკუმენტები, რომელიც ადასტურებს, რომ მოთხოვნა ფედერალურ ბიუროში დახმარების მოთხოვნით, უკვე გადაგზავნილია.

ბაჩალიაშვილის ოჯახი FBI-ს ჩართვას საქმეში მას მერე ითხოვდნენ, რაც მათ ქართული საგამოძიებო ორგანოების მიმართ, მათ მიერ განხორციელებული დაგვაინებული და არასათანადო საგამოძიებო ქმედებების გამო ნდობა დაკარგეს. 

შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.

კომპანია "ZAG"-ის მფლობელი აბრაჰამ რეირბახის თქმით, თამარ ბაჩალიაშვილი სამსახურიდან წასვლას აპირებდა. მისმა ოჯახმა კი დაზუსტებით არ იცის, რას აკეთებდა 23 წლის პროგრამისტი თავის სამსახურში.  

25 ივლისს, პროკურატურამ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულად ცნო და საქმის გამოძიებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაუმატა. გამოძიება, ამ ეტაპზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი