"კარგი იქნება, თუ ახალგაზრდები და პოლიტიკური ძალები გაერთიანდებიან და EU-ს წევრობას ერთიანი ძალებით მოითხოვენ", - ამის შესახებ "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "ღამის მთავარი", ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე საუბრობს. მისი თქმით, თუ საქართველო კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს, პასუხისმგებელი, "ქართული ოცნება" იქნება.
[თუ საქართველო კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს], პასუხისმგებელი, რასაკვირველია, "ქართული ოცნება" იქნება. ჩვენ საქართველოში მნიშვნელოვანი გზავნილები გვჭირდება, თქვენ კი პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმება. ძალიან მკაფიო გზავნილები გვესმის ოპოზიციისგან. დიახ, ბევრი პოლიტიკოსია, რომელიც თანამშრომლობის მომხრეა, მაგრამ ოპოზიციის ხმა უნდა ისმოდეს. ძალიან კარგი იქნება, თუ გაერთიანდება ახალგაზრდობა, პოლიტიკური ძალები და ერთიანი ხმით მოითხოვენ ევროკავშირის წევრობას. ინდივიდუალური და ცალკე ჯგუფების მოთხოვნა იმდენად ეფექტური არ იქნება. მე ვფიქრობ, რომ პასუხისმგებლობა არის "ქართულ ოცნებაზე" და საქართველოს მთავრობაზე იმიტომ რომ რეფორმების გატარებაზე პასუხისმგებლები სწორედ ისინი არიან და რაც არ უნდა იყოს, საბოლოო პასუხისმგებლობა მაინც მთავრობაზეა, - თქვა ევროპარლამენტარმა. [სინქრონული თარგმანი]
იხილეთ ასევე: