"იმედი მაქვს, საქართველოს პრეზიდენტი თავის საქმეს გააკეთებს და სიტუაციას უკეთესობისკენ შეცვლის", - ამის შესახებ ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "ღამის მთავარი" საუბრობს.
ევროპარლამენტარი თვლის, რომ დასავლეთს საქართველოს პრეზიდენტისგან აქვს მოლოდინები, თუმცა სალომე ზურაბიშვილს საკმარისი ამ დრომდე არაფერი გაუკეთებია.
"მჯერა, რომ საქართველოს პრეზიდენტს აქვს ბერკეტები და ბევრის შეცვლა შეუძლია. მას შეუძლია, გახდეს საზოგადოების იმ ნაწილის ლიდერი, რომელსაც სიტუაცის შეცვლა და ევროკავშირის წევრობა სურს. მე ვხედავ მას, როგორც ლიდერს, თუმცა ამისთვის საკმარისი დღემდე არ გაუკეთებია.
მან გასულ კვირას ევროპარლამენტის პრეზიდენტთან და სამხრეთ კავკასიის ჯგუფთან გააკეთა განცხადება და ახსენა მიხეილ სააკაშვილი. მან გაიხსენა ევროპარლამენტის მიერ მიღებული რამდენიმე რეზოლუციაც. სალომე ზურაბიშვილმა ახსენა ნიკა გვარამია და წინ წამოსწია მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებზეც ხშირად გველაპარაკება.
ვიცით, რომ პარლამენტის უმრავლესობამ კენჭი უყარა ამ რეზოლუციებს. ასევე, ვიცით, რომ თქვენს ქვეყანაში მყოფ, ევროკავშირის მიერ აკრედიტებული ბევრ ელჩს საქართველოს მთავრობასთან იგივე გზავნილები აქვს. მე მაინც მაქვს იმედი, რომ საქართველოს პრეზიდენტი გააკეთებს თავის საქმეს და შეცვლის სიტუაციას უკეთესობისკენ'', - ამბობს რასა იუკნევიჩიანე. [სინქრონული თარგმანი]
იხილეთ ასევე: