უკრაინამ უნგრეთიდან კიდევ ორი ​​სამხედრო ტყვე დააბრუნა | უკრაინის საგარეო

გამოქვეყნდა:

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, ოლეგ ნიკოლენკოს ინფორმაციით, უკრაინამ უნგრეთიდან კიდევ ორი ​​სამხედრო ტყვე დაიბრუნა. 

ნიკოლენკოს თქმით, უკრაინულმა მხარემ უნგრეთიდან საერთო ჯამში უკვე ხუთი უკრაინელი ჯარისკაცის დაბრუნება მოახერხა.

"ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ დარჩენილი ექვსი ჯარისკაცი  სახლში რაც შეიძლება მალე დაბრუნდეს"  - თქვა ნიკოლენკომ.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უნგრეთში რუსეთიდან წაყვანილი 11 უკრაინელი სამხედრო ტყვე იმყოფებოდა.

უნგრეთის ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ ისინი თავისუფლები იყვნენ და შეეძლოთ უნგრეთში დარჩენა ან დატოვება ნებისმიერ დროს. ბუდაპეშტის ინფორმაციით, პატიმრების უნგრეთში გადაყვანა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისა და მალტის ორდენის უნგრეთის საქველმოქმედო სამსახურის თანამშრომლობის შედეგად გახდა შესაძლებელი.

თუმცა, ნიკოლენკო ამტკიცებდა, რომ უკრაინელი დიპლომატები ცდილობდნენ პატიმრებთან პირდაპირი კონტაქტის დამყარებას, მაგრამ ეს ვერ მოახერხეს. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, ისინი იზოლირებულნი არიან, არ აქვთ წვდომა ინფორმაციის ღია წყაროებზე და მათი ურთიერთობა ნათესავებთან ხდება მესამე მხარის თანდასწრებით.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი