"რუსეთმა ჩვენი კოლონების დაბომბვის ბრძანება გასცა... პილოტებმა უარი თქვეს" | პრიგოჟინი

გამოქვეყნდა:

"რუსეთმა ჩვენი კოლონების დაბომბვის ბრძანება გასცეს... პილოტებმა უარი თქვეს", - ამის შესახებ "ვაგნერის" დაჯგუფების ხელმძღვანელმა ევგენი პრიგოჟინმა მორიგ მიმართვაში თქვა.

„სწორედ ახლა, რუსეთის გენერალური შტაბის უფროსმა [გერასიმოვმა] გასცა იმ თვითმფრინავების აფრენის ბრძანება, რომლებსაც ჩვენი ის სამხედრო კოლონები უნდა დაებომბათ, რომლებიც გზაზე მშვიდობიანი მოქალაქეების ავტომობილებთან ერთად გადაადგილდებიან... მინდა მადლობა გადავუხადო პილოტებს, რომლებმაც ამ ბრძანების შესრულებაზე უარი თქვეს", - თქვა მან.

ცნობისთვის, რუსეთში ამ დროისთვის დაძაბულობაა. სიტუაცია მას შემდეგ აირია, რაც დაჯგუფება "ვაგნერის" ხელმძღვანელმა ევგენი პრიგოჟინმა რუსული არმია "ვაგნერის" ბანაკებზე სარაკეტო თავდასხმაში დაადანაშაულა. ის ამბობდა, რომ დაქირავებულთა დიდი რაოდენობა დაიღუპა. 

პრიგოჟინის ბრალდება რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უარყო და თქვა, რომ "ვაგნერის" ბანაკებზე სარაკეტო თავდასხმის მტკიცებულებები "რეალობას არ შეესაბამებოდა".  

სწორედ პრიგოჟინის ამ განცხადებებზე აღძრა საქმე რუსეთის ФСБ-მ და თქვა, რომ მიზეზი "შეიარაღებული აჯანყებისკენ მოწოდებაა". მოგვიანებით, პრიგოჟინზე სისხლის სამართლის საქმე რუსეთის პროკურატურამაც აღძრა.

ამ დროისთვის, მოსკოვში სამხედრო ტექნიკა გადაადგილდება. მანამდე ქალაქში "ციხის გეგმა" გამოცხადდა.

მოგვიანებით, პრიგოჟინმა მორიგი მიმართვა გაავრცელა და თქვა, რომ თავის არმიასთან ერთად როსტოვში შედიოდა: "ახლა როსტოვში შევდივართ... თუ ვინმე გადაგვიდგება გზაზე, გავანადგურებთ". ამის შემდეგ კი რუსებმა როსტოვის შესასვლელები გადაკეტეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი