მოსკოვის ცენტრში სამხედრო ტექნიკა გადაადგილდება

გამოქვეყნდა:

მოსკოვის ცენტრში სამხედრო ტექნიკა გადაადგილდება. კადრებს ტელეგრამის არხებზე სხვადასხვა რუსული და უკრაინული მედიასაშუალება ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქალაქში გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები და გაძლიერებულ დაცვაზე ჰყავთ აყვანილი ყველა მნიშვნელოვანი ობიექტი, სახელმწიფო ორგანო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტი.

ცნობისთვის, სიტუაცია რუსეთში მას შემდეგ დაიძაბა, რაც დაჯგუფება "ვაგნერის" ხელმძღვანელმა ევგენი პრიგოჟინმა რუსული არმია "ვაგნერის" ბანაკებზე სარაკეტო თავდასხმაში დაადანაშაულა. ის ამბობდა, რომ დაქირავებულთა დიდი რაოდენობა დაიღუპა. 

"ჩვენ 25 000 ვართ და მივდივართ ბოროტების დასასრულებლად... ეს სამხედრო გადატრიალება არაა, ეს სამართლიანობის მარშია. ჩვენი ქმედებები ხელს არ უშლის ჯარის მოქმედებას... შოიგუ წითელ მოედანზე უნდა ჩამოახრჩონ და ლენინთან ერთად მავზოლეუმში დააწვინონ", - თქვა მან.

პრიგოჟინის ბრალდება რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უარყო და თქვა, რომ "ვაგნერის" ბანაკებზე სარაკეტო თავდასხმის მტკიცებულებები "რეალობას არ შეესაბამებოდა".  

სწორედ პრიგოჟინის ამ განცხადებებზე აღძრა საქმე რუსეთის ФСБ-მ და თქვა, რომ მიზეზი "შეიარაღებული აჯანყებისკენ მოწოდებაა". მოგვიანებით, პრიგოჟინზე სისხლის სამართლის საქმე რუსეთის პროკურატურამაც აღძრა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი