პუტინი ამბობს, რომ როსტოვში ვითარება კვლავ რთულია

გამოქვეყნდა:

რუსეთის პრეზიდენტმა სატელევიზიო მიმართვისას განაცხადა, რომ "შეიარაღებული აჯანყების" გამო დონის როსტოვში ვითარება კვლავ რთულია.

"სიტუაციის სტაბილიზაციისთვის გადამწყვეტი ქმედებები იქნება დონის როსტოვში. სიტუაცია რჩება რთული. სამოქალაქო და სამხედრო ხელისუფლების მუშაობა, ფაქტობრივად, დაბლოკილია," - თქვა ვლადიმერ პუტინმა.

იხილეთ პუტინის მიმართვა:

ცნობისთვის, რუსეთში 23 ივნისს სამხედრო არეულობა დაიწყო. კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა თქვა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მათ ბანაკზე სარაკეტო იერიში მიიტანა და დაქირავებული მებრძოლების დიდი რაოდენობა დაიღუპა. რუსეთის თავდაცვამ ბრალდებები უარყო.

პრიგოჟინმა თქვა, რომ საპასუხო მოქმედებებისთვის ემზადებოდნენ. მისი თქმით, გადაკვეთეს საზღვარი, შევიდნენ როსტოვში და აკონტროლებენ ყველა სამხედრო ობიექტს, მათ შორის აეროდრომს და სამხრეთ სამხედრო ოლქის შტაბს. მისივე თქმით, ჩამოაგდეს 3 ვერტმფრენები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი