ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა კიევში ჩავიდა. ინფორმაციას უკრაინული გამოცემა Европейская правда ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, ნაუსედა კიევში უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება და მონაწილეობას მიიღებს უკრაინის კონსტიტუციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში. 

ნაუსედა უკრაინის პრეზიდენტთან განიხილავს ივლისში ვილნიუსში ჩასატარებელი NATO-ს სამიტის დღის წესრიგსა და ლიეტუვისა და ევროკავშირის მხარდაჭერას, ბლოკში უკრაინის გაწევრიანების მოლაპარაკებებთან დაკავშირებით. 

კიევში ნაუსედა ჰააგიდან ჩავიდა, სადაც გუშინ 7 სახელმწიფოს მეთაურთან შეხვედრაზე მან უკრაინის შემდგომი მხარდაჭერა განიხილა.

ლიეტუვის პრეზიდენტი კიევიდან ბრიუსელში გაემგზავრება, სადაც ხუთშაბათს, 29 ივნისს, ევროპელი ლიდერების სამიტის შეხვედრა უნდა გაიმართოს.

მანამდე გიტანას ნაუსედამ Twitter-ზე დაწერა, რომ ლიეტუვა უკრაინას 2 NASAMS-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემას გადასცემს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი