უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, 27 ივნისს, საღამოს, 27 ივნისს საღამოს, კრამატორსკზე რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა. მათ შორის სამი არასრულწლოვანია. მისივე თქმით, დაშავდა 60-ზე მეტი ადამიანი.
"მთელი დღის მანძილზე, ტერაქტის ადგილას ჩვენი მაშველები იმყოფებოდნენ. სამწუხაროა, რომ დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა. რუსულმა რაკეტებმა ჩვენი 11 მოქალაქე იმსხვერპლა, მათ შორის სამი ბავშვია. დაშავდა 60-ზე მეტი ადამიანი.
დღეს უკრაინის უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა სპეცრაზმელებთან ერთად დააკავეს ადამიანი, რომელიც რუს ტერორისტებს დაბომბვაში ეხმარებოდა. ის მაქსიმალურ სასჯელს იმსახურებს, - ამბობს ზელენსკი.
ცნობისთვის, 27 ივნისის ღამეს რუსებმა დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკში კვების ობიექტს დაარტყეს. დაჭრილებს შორის 3 უცხოელია.