რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ მოსკოვის ოლქში, კუბინკას დასახლებაში დრონი ჩამოვარდა.
"კუბინკას ერთ-ერთი სამხედრო ობიექტის ტერიტორიაზე დრონი ჩამოვარდა. წინასწარი მონაცემებით, მსხვერპლი და ნგრევა არ არის", - თქვა წყარომ.
ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ.
ტელეგრამ არხი "ბაზა" წერს, რომ სავარაუდოდ, დილის 4 საათზე, "კამიკაძე დრონი" სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე მდებარე ადმინისტრაციულ შენობას დაესხა თავს. მათივე ცნობით, აფეთქების შედეგად მსხვერპლი არ ყოფილა.
მანამდე საგანგებო სამსახურში განაცხადეს, რომ 3 უპილოტო საფრენი აპარატი მიემართებოდა მოსკოვის მიმართულებით სხვადასხვა დროს. ორი მათგანი ელექტრონული საშუალებებით ჩაახშეს "ახალ მოსკოვში", სოფელ ვალუევოს ტერიტორიაზე, ერთი - კალუგას ოლქში. იხილეთ: