"ქართული ოცნების" დეპუტატი, არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სამართლიანი არაა და ქვყენებს შორის მეგობრობას არ ემსახურება.
"ეს გადაწყვეტილება საქართველოსა და უკრაინას შორის მეგობრობას არ ემსახურება და არ არის სამართლიანი, ვიტყოდი. თუმცა, ეს ვერ მიაყენებს ჩრდილს და ვერ შეასუსტებს საქართველოს მხარდაჭერას უკრაინელებისადმი", - ამბობს თალაკვაძე.
შეგახსენებთ, რომ მესამე პრეზიდენტი რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ 3 ივლისს სასამართლო პროცესს დისტანციურად ჩაერთო. მის საჯარო გამოჩენას ევროპელ და უკრაინელ პოლიტიკოსებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. საქართველოს ხელისუფლებას ისინი კიდევ ერთხელ მოუწოდებენ გადადგას ნაბიჯები მესამე პრეზიდენტის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის, მისცეს მას საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალება და გაათავისუფლოს პატიმრობიდან.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენესკიმ უკრაინისთვის მიხეილ სააკაშვილის გადაცემა მოითხოვა. მან საქართველოს ელჩს უკრაინაში 48 საათის განმავლობაში ქვეყნის დატოვების განკარგულება მისცა იმისთვის, რომ თბილისში გამართოს კონსულტაციები მიხეილ სააკაშვილის საკითხზე.
აღნიშნულის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ჯერჯერობით განმარტება არ გაუკეთებია.