ზელენსკიმ გამოაჩინა ადამიანურობის ეტალონი, გაგანია ომის და ნატოს სამიტისთვის მზადების დროს მოიცალა ჩემთვის - მიხეილ სააკაშვილი

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ადამიანურობის ეტალონი აჩვენა, როცა ომისა და ნატო-ს სამიტისთვის მზადების პერიოდში მისთვის მოიცალა.

მიხეილ სააკაშვილი მადლობას უხდის ანდრეი ერმაკს, მიხაილო პოდოლიაკსა და დმიტრო კულებას. 

"პრეზიდენტმა ზელენსკიმ გამოაჩინა ადამიანურობის ეტალონი და გაგანია ომის და ნატოს სამიტისთვის მზადების დროს მოიცალა ჩემთვის.

როგორ შეიძლება თუნდაც ამის გამო არ გიყვარდეს უკრაინა და არ სცემდე პატივს მის პრეზიდენტს. მე ვრჩები უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმათა საბჭოს თავმჯდომარედ და რა თქმა უნდა გმირული ქვეყნის ამაყ მოქალაქედ.

უახლოეს დღეებში ველოდები კარგ ამბებს ფრონტიდან.

ასევე დიდი მადლობა Андрій Єрмак Михаил Подоляк Dmytro Kuleba", - წერს მიხეილ სააკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ მესამე პრეზიდენტი რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ 3 ივლისს სასამართლო პროცესს დისტანციურად ჩაერთო. მის საჯარო გამოჩენას ევროპელ და უკრაინელ პოლიტიკოსებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. საქართველოს ხელისუფლებას ისინი კიდევ ერთხელ მოუწოდებენ გადადგას ნაბიჯები მესამე პრეზიდენტის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის, მისცეს მას საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალება და გაათავისუფლოს პატიმრობიდან. 

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენესკიმ უკრაინისთვის მიხეილ სააკაშვილის გადაცემა მოითხოვა. მან საქართველოს ელჩს უკრაინაში 48 საათის განმავლობაში ქვეყნის დატოვების განკარგულება მისცა იმისთვის, რომ თბილისში გამართოს კონსულტაციები მიხეილ სააკაშვილის საკითხზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი