არახამიას არ აქვს სამშობლო, ეს კაცი ვერ იქნება ვერანაირად ღირებული, პრობლემები აქვს - კობახიძე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე უკრაინის მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის ხელმძღვანელ, დავით არახამიაზე ამბობს, რომ მას სამშობლო არ აქვს და ვერ იქნება ვერანაირად ღირებული. კობახიძეს ჰკითხეს არახამიას "მთავარი არხისთვის" მიცემულ ინტერვიუზე. არახამიამ თქვა, რომ თუ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ნაბიჯები არ გადაიდგა, ფიქრობს საერთაშორისო სანქციები იქნება.

"რაც შეეხება პირადად არახამიას, მას არ აქვს სამშობლო, არც უკრაინა არ არის მისი სამშობლო, არც საქართველო, არც რუსეთი, არცერთი სამშობლო არ აქვს მას, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უკრაინა და საქართველო. აქედან გამომდინარე, ის მოქმედებს არა პატრიოტული ინტერესების კარნახით, უკრაინის მიმართ ან საქართველოს მიმართ, ის მოქმედებს სხვა ინტერესების კარნახით, რაზეც არ მინდა მე დეტალებში საუბარი, მაგრამ სამწუხაროდ ეს კაცი ვერ იქნება ვერანაირად ღირებული, იქიდან გამომდინარე, რომ მას სერიოზული პრობლემები აქვს", - თქვა კობახიძემ. 

კობახიძე ამტკიცებს, რომ "რადიკალურ ოპოზიციას" აქვს იმედი, რომ ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება უკრაინის ხელისუფლების მეშვეობით დაიბლოკება. იხილეთ: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი