თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი, გამოძიებას ელისო კილაძის დაკითხვას ურჩევს.
მიხეილ რამიშვილის თქმით, ელისო კილაძის დაკითხვა მათივე ინტერესებში უნდა შედიოდეს, რადგან კილაძე არა ერთ სატელევიზიო ეთერში საუბრობს, რომ თითქოს მას ვიღაც დაუკავშირდა და ინფორმაცია მიაწოდა თამარ ბაჩალეიშვილის საქმესთან დაკავშირებით.
არა ერთ პირდაპირ ეთერში ელისო კილაძემ თქვა, რომ ვიღაც დაუკავშირდა და უთხრა, თითქოს თამუნა ბაჩალიაშვილს, რაღაც ვებ გვერდთან ჰქონდა შეხება, რაც ელისოს ჩაწერილი აქვს. თუ ასეა ელისოც დაკითხონ, ეს გამოძიების ინტერესებიდან მომდინარეობს , დაინტერესდეს გამოძიება.
ვინ დაურეკა ელისო კილაძეს , რა იცის იმ ადამიანმა და რა ინფორმაცია მიაწოდა მას. მე არ ვიცი მასთან რა ილაპარაკა იმ ადამიანმა.
შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.
კომპანია "ZAG"-ის მფლობელი აბრაჰამ რეირბახის თქმით, თამარ ბაჩალიაშვილი სამსახურიდან წასვლას აპირებდა. მისმა ოჯახმა კი დაზუსტებით არ იცის, რას აკეთებდა 23 წლის პროგრამისტი თავის სამსახურში.
25 ივლისს, პროკურატურამ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულად ცნო და საქმის გამოძიებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაუმატა. გამოძიება, ამ ეტაპზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.