სატელიტური ფოტოები აჩვენებს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მეოთხე ენერგეტიკული ბლოკის სახურავზე ახალი ობიექტების გამოჩენას. კადრები რადიო თავისუფლებამ Telegram-ზე გაავრცელა.
ფოტოები 5 ივლისსაა გადაღებული. ფოტოებს არ აქვს ისეთი გარჩევადობა, რომ ზუსტად ითქვას რა ობიექტი გამოჩნდა სახურავზე.
"რადიო თავისუფლებამ" შეისწავლა სატელიტური ფოტოები მეოთხე ელექტროსადგურიდან გასული წელიწადნახევრის განმავლობაში და წერს, რომ ასეთი ობიექტები ამ ხნის განმავლობაში არცერთ სურათზე არ ჩანდა.
22 ივნისს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დაზვერვამ მიიღო ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც რუსეთი განიხილავს ტერორისტული თავდასხმის სცენარს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე. იხილეთ: