ლუკაშენკო ამბობს, რომ პრიგოჟინი სანქტ-პეტერბურგშია

გამოქვეყნდა:

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო ამბობს, რომ კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" ხელმძღვანელი, ევგენი პრიგოჟინი ამჟამად რუსეთში, ქალაქ სანქტ-პეტერბურგში იმყოფება.

CNN-ის კითხვაზე, სად არიან ახლა დაქირავებული ჯარისკაცები და პრიგოჟინი, მან უპასუხა:

"ეს რუსული კომპანიაა. ასე რომ, კითხვა აშკარად არ არის ჩემთვის. როგორც მე ვიცი, მებრძოლები თავიანთ ბანაკებში იმყოფებიან. რაც შეეხება პრიგოჟინს, ის პეტერბურგშია. ის არ არის ბელარუსის ტერიტორიაზე", - ციტატა ტელეგრამის არხიდან Пул Первого.

შეგახსენებთ, რომ რუსეთში 23 ივნისს სამხედრო არეულობა დაიწყო. კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა თქვა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მათ ბანაკზე სარაკეტო იერიში მიიტანა. მან თქვა, რომ დაქირავებული მებრძოლების დიდი რაოდენობა დაიღუპა. რუსეთის თავდაცვამ ბრალდებები უარყო. პრიგოჟინმა საპასუხოდ განაცხადა, რომ გადაკვეთეს საზღვარი, "ვაგნერის" მებრძოლებმა როსტოვში და ვორონეჟში სამხედრო ობიექტები დაიკავეს. რუსეთის "ფსბ"-მ პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

ვლადიმერ პუტინმა დაჯგუფების მოქმედებებს ღალატი უწოდა და თქვა, რომ მასში მონაწილეები პასუხს აგებდნენ. პრიგოჟინი ამბობდა, რომ მისი მებრძოლები მოსკოვში შევიდოდნენ. ვითარების დასარეგულირებლად მოლაპარაკებები გაიმართა ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს მონაწილეობით. შედეგად, რუსეთის ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ შეაჩერებდა სისხლის სამართლის საქმეს ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ და არ დასჯიდა აჯანყების მონაწილეებს. პრიგოჟინმა უსაფრთხოების გარანტია მიიღო, შეთანხმების მიხედვით, ის ბელარუსში უნდა გამგზავრებულიყო. 

27 ივნისს ლუკაშენკომ თქვა, რომ პრიგოჟინი ბელარუსში ჩავიდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი