EU-მ ლვოვზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმას ომის დანაშაული უწოდა

გამოქვეყნდა:

ევროკავშირის სპიკერმა პიტერ სტანომ ლვოვზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმას ომის დანაშაული უწოდა და ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი პასუხს აგებს. ამის შესახებ სტანომ Twitter-ზე დაწერა.

"გასულ ღამეს ყველაზე დიდი თავდასხმა ლვოვზე, ამ კვირაში სუმიში, პერვომაისკისა და კრამატორსკში განხორციელებულის მსგავსი სისასტიკე, კიდევ ერთხელ ადასტურებს რომ პუტინი მიზანში იღებს უკრაინელ ხალხს. მშვიდობიან მოსახლეობასა და ინფრასტრუქტურაზე მიზანმიმართული თავდასხმა ომის დანაშაულია. რუსეთი პასუხს აგებს", - ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთის ჯარების სარაკეტო თავდასხმის სამიზნე კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტი და საცხოვრებელი კორპუსი იყო. თავდასხმის შედეგად ოთხსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მნიშვნელოვნად დაზიანდა. შედეგად 40 ადამიანი დაშავდა, სულ მცირე 5 დაიღუპა. შვიდი ადამიანის გადარჩენა მოხერხდა, 64 კი ევაკუირებულია.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ლვოვზე სარაკეტო თავდასხმას აუცილებლად მოჰყვება პასუხი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი