
ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ ორეხოვოში, რუსული თავდასხმის შედეგად დაზარალებულ ადგილზე სამაშველო სამუშაოები დასრულდა. დაბომბვის შედეგად დაიღუპა 7 ადამიანი.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, 10 ივლისს მაშველებმა ნანგრევებიდან სამი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს.
თავდასხმა 9 ივლისს მოხდა. უკრაინული მხარის ცნობით, ქალაქი იმ დროს დაიბომბა, როცა ადგილზე ჰუმანიტარული დახმარება გაიცემოდა. დაშავდა 11 ადამიანი.